ჩემი ლექსები

უშბა 

უშბა ზვიადი ცამდე აწვდილი ;
მოყმე მრავალი მასზედ გაწვრთნილი;
დგას ბეჩოს თავში წარბებშეკრული;
აღმოსავლეთით მხრებგადაშლილი .

მაღლით გაჰყურებს ბეჩოს ხეობას ;
შეხედვა მატებს ვაჟკაცს მხნეობას ;
კალთით ინახავს ჯიხვსა და კვიცრას ;
გულში ისახავს ხალხის ზნეობას .

მდინარე დოლრა იღებს სათავეს ;
ვერცხლად ჩქეფს თეთრი ჩანჩქერებია ;
მგლის მუხლა ვაჟკაცს გაუღებს კარებს ;
მაგრამ ზოგჯერ კი ავისმქნელია .

ვინც მყარად დადგა მასზე პირველად ;
ვისაც დაუცდა ფეხი ქარაფზე ;
დარჩა ის ხალხი ჩვენში ლეგენდად ;
სანთელ - საკმევლად გარდასულ წლებზე .

თვალთ საცემია მხოლოდ იმისთვის ;
ვინაც იხილა იგი პირველად ;
სიამაყეა ჩვენი სვანეთის ;
მრავალი გახდა ჩვენში მთამსვლელად .

მისგან შორსავარ დიდი ხანია ;
გულში ის მიზის დასანანია ;
ჯიხვსაც თავისი სამშობლო უყვარს ;
მარილიანი კლდე ურჩევნია ;
გულის სიმხნევე მისგან გამომყვა ;
ვამაყობ იმით უშბა ჩვენია .

ავტორი: რობერტი გაბულდანი ,  
მაისი 2015 წელი








ფუტკარი

დაუღალავი მწერი ხარ;
მუშაობ მთელი ზაფხული ;
ველ მინდვრად გაფრენილი ხარ ;
ვარდ ყვავილებში ჩაფლული ;

სადაც შემოგაქვს ნექტარი ;
შენი ოთახი მანდ არი ;
თუ მტერი შემოგეყარა ;
მზადა გაქვს ბასრი ნესტარი ;

ჩვენ თაფლს გვაძლევ და ღმერთს სანთელს ;
უნდა იცოცხლო მრავალ წელს ;
ყველას მჯობნი ხარ ცაში მფრენს ;
ვეთაყვანები შენს სახელს ;

თუნდაც ჩამისო ნესტარი ;
წუთითაც არ გაგიწყრები ;
მაინც დაგლოცავ ნეტავი 
ღმერთმა ამრავლოს ფუტკარი .


ავტორი რობერტი გაბულდანი 
აპრილი 2014 წელი





სიზმარი

სიზმარი ვნახე ვცოცავდი კლდეზე ;
დამიცდა ფეხი ხავს ჩავეჭიდე ;
ყორანიც იქვე ჩხაოდა ხეზე ;
ბედის სასწორზე ჩამოვეკიდე .

ამ დროს მომესმა ცხენის თქარუნი
წმინდა გიორგი მოქროდა რაშით ;
კაცი რომ მნახა გაჭირვებული
თითქოსდა ფრთები შემასხა წამით ;

როს შეაჩერა თეთრი ულაყი ;
კლდეს მომაშორა გზა გამიკაფა ;
თვალს ვერ უწვდენდი ლამაზ უნაგირს ;
წამსვე ხევს იქით გადაიკარგა .

მსუბუქად მოვყევ იმ დალოცვილ გზას ;
შორით დავლანდე ჩემი სოფელი ;
სიხარულითა ავმაღლდი ზეცად ;
და გავიქარწყლე შიში ყოველი ;

როს გამეღვიძა ფიქრში შევცურე ;
იმედად ვცანი ჩემი სიზმარი ;
დარდი წუხილი ჩამოვიშორე ;
თუ კი ასრულდა ჩემი მიზანი .

ავტორი რობერტი გაბულდანი 
მარტი 2014 წელი


სვანეთის მონატრება
სადაც ბუდობენ კლდეში ორბები ;
და სადაც დგანან ძველი კოშკები;
დაბლა ენგური აზვირთებული ;
მრავალი მისი შენაკადებით.

სადაც ლაღობენ ტყეში არჩვები ;
სადაც ხარ -ჯიხვი იპყრობს მწვერვალებს ;
წინაპრის კვალზე საგალობლები ;
'' რიჰო ''და '' ლილე ''მზესთან ელვარებს ;

სადაც ინთება წმინდა ლამპარი ;
სადაც ინთება წმინდა სანთელი ;
სვანეთი იყო მუდამ ზღაპარი ;
მისი კოშკებით თავდაუხრელი ;

კავკასიონის მშვენება უშბა ;
გაღმა თეთნულდი შხარა ლაჰილი ;
გასაოცარი ჩვენი ხეობა ;
მირანგულა და ვიცბილ-მაცბილი ;

კლდესავით მტკიცე ხოშა მახვშები ;
თემიდან თემში გადადიოდნენ ;
ოჯახს ოჯახზე გადაკიდებულს 
ბრძნული სიტყვებით გააქარვებდნენ ;

რადგან დროებამ ასე გაგვფანტა ;
რადგან დავშორდით მშობლიურ კერას ;
ნამუსის ქუდი ვისაც შემორჩა
ღმერთმა დალოცოს ისინი ყველა .

დროს მიაქვს ყველა ავი და კარგი ;
იქნებ შეცვალოს ბედმა ყოველი ;
იქნებ აჟღერდეს სიმები ჩანგის ;
კვლავ გაგვახარებს წუთისოფელი.

ავტორი რობერტი გაბულდანი
ნოემბერი 2013 წელი  

მიქრის საწუთრო 
მიქრის საწუთრო ვით თეთრი რაში ;
დამსეტყველია ზოგჯერ დრო ჟამის ;
ზოგჯერ გაჰფანტავს იმ ღრუბელს ცაში ;
სიავის მაცნე რომელიც არის .

მიქრის საწუთრო ეს ცეცხლოვანი ;
ჩვენ კი მივყავართ აღმა და დაღმა ;
დე ვიყოთ ყველა ერთსულოვანი ;
დავატრიალოთ ბორბალი წაღმა .


ავტორი რობერტი გაბულდანი
მაისი 2015 წელი

No comments:

Post a Comment